საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია ამჯერად თოვლიან სვანეთს ესტუმრა. რეგიონი ცნობილია ისტორიული კოშკებითა და მთიანი რელიეფით. ტრადიციული, რიტუალური და ავთენტური გემოების გაცოცხლება სწორედ ავთენტურ გარემოში მოხდა. დალი ცატავამ გააცოცხლა და მკვიდრებს გააცნო ის მივიწყებული სვანური კერძები, რომლებიც რეგიონის მკვიდრთაც კი მივიწყებული ჰქონდათ. გასტრონომიის ასოციაცია ლახამულაში ჭკადუების ოჯახს ეწვია. აქ გავეცანით ადგილობრივი ყველის, ნარჩვის მომზადების ტექნოლოგიას. სვანეთი განთქმულია თავისი ცივი კლიმატით, სწორედ ამიტომ საჭირო იყო ყველის მარაგი. მამაკაცები ამზადებდნენ ყველის შესანახ ხის ყუთს, ხოლო ოჯახის დიასახლისები მასში ათავსებდნენ ჭყინტ ყველს, შემდეგ პრესავდნენ და თავზე მძიმეს ადებდნენ. გასტრონომიული ტურის ფარგლებში გაირკვა, რომ ყველის ეს სახეობა სვანეთშიც კი ცოტამ იცის. სწორედ ამ ყველით მომზადდა ცნობილი სვანური რიტუალური ხაჭაპური. საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ერთ-ერთმა წევრმა, ყველია მკვლევარმა ანა მიქაძემ კი იზრუნა, რომ ყველის ეს სახეობა უფ
საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით გასტრონომიულ ტურებს ატარებს. ეს პროექტი ხელს უწყობს რეგიონის გასტრონომიული შესაძლებლობების პოპულარიზაციას და ძირძველი გემოებისა და კერძების გაცოცხლებას. სამეგრელოს შემდეგ, გასტრონომიის ასოციაციამ გეზი კახეთისაკენ აიღო. "კახეთს დაღესტანი ესაზღვრება და აქედან გამომდინარე მას ძალიან ბევრი გაჭირვება აქვს გადატანილი, სწორედ ამიტომ შემოსევებისაგან დატოვებული კვალი გემოებშიც აისახება, ბევრი რამ არის ნაზავი, კახელები როგორც თვითონ არიან დინჯები, გაწონასწორებულები, სწორედ აი ასეთი ნეიტრალური და კლასიკური გემოები აქვთ“ : - აცხადებს საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი დალი ცატავა. ეკა დუღაშვილმა ოჯახის ეზოში დაკრეფილი მცენარეებით შეზავებული სანელებლები დაგვახვედრა, რადგან უკეთ შეგვეგრძნო ნამდვილი კახური, ავთენტური გემოები. ოჯახის დიასახლისმა პაპამისის დროინდელი რეცეპტები გააცოცხლა და თბილისიდან