Skip to main content

გასტრონომიული ტური სვანეთში













      
საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია ამჯერად თოვლიან სვანეთს ესტუმრა. რეგიონი ცნობილია ისტორიული კოშკებითა და მთიანი რელიეფით. ტრადიციული, რიტუალური და ავთენტური გემოების გაცოცხლება სწორედ ავთენტურ გარემოში მოხდა. დალი ცატავამ გააცოცხლა და მკვიდრებს გააცნო ის მივიწყებული სვანური კერძები, რომლებიც რეგიონის მკვიდრთაც კი მივიწყებული ჰქონდათ.

გასტრონომიის ასოციაცია ლახამულაში ჭკადუების ოჯახს ეწვია. აქ გავეცანით ადგილობრივი ყველის, ნარჩვის მომზადების ტექნოლოგიას. სვანეთი განთქმულია თავისი ცივი კლიმატით, სწორედ ამიტომ საჭირო იყო ყველის მარაგი. მამაკაცები ამზადებდნენ ყველის შესანახ ხის ყუთს, ხოლო ოჯახის დიასახლისები მასში ათავსებდნენ ჭყინტ ყველს, შემდეგ პრესავდნენ და თავზე მძიმეს ადებდნენ. გასტრონომიული ტურის ფარგლებში გაირკვა, რომ ყველის ეს სახეობა სვანეთშიც კი ცოტამ იცის. სწორედ ამ ყველით მომზადდა ცნობილი სვანური რიტუალური  ხაჭაპური. საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ერთ-ერთმა წევრმა, ყველია მკვლევარმა ანა მიქაძემ კი იზრუნა, რომ ყველის ეს სახეობა უფრო ფართო მასშტაბებზე გასულიყო.



სვანური წვნიანი "ლუცფექ"
მოგეხსენებათ სვანეთი ცნობილია თავისი ცივი კლიმატითა და თოვლიანი მთის ფერდობებით, სწორედ ამიტომ, ადგილობრივი მოსახლეობისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი კერძები, რომლებიც სავსეა ვიტამინებით და კარგად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე. სწორედ ასეთია ცნობილი სვანური წვნიანი ლუცფექ, რომელიც შეზავებულია ნივრითა და წიწაკით. იგი რეკომენდირებულია გაციების ან ბახუსის დროს. სვანების თქმით, თუ წვნიანს 16-ჯერ მიიღებ, მაშინ მთელი წლის განმავლობაში ვერანაირი ვირუსი ვერ მოგერევა.



ჭლაკვიანი ხაჭაპური სვანეთის რეგიონისათვის დამახასიათებელ გულსართიანს წარმოადგენს. ეს არის კერძი, რომელიც ცდება რეგიონის კუთვნილებას და საერთო, ეროვნული მნიშვნელობა გააჩნია, რადგან ხაჭაპური დღეს საქართველოს არამატერიალურ ღირებულებას წარმოადგენს. 
"არ არსებობს ტრადიციები კერძის გარეშე! " - ამბობს ქალბატონი დალი ცატავა. მართლაც, საქართველოს ისტორიაში გასტრონომიას უდიდესი ადგილი უჭირავს. ამ სფერომ ბევრი ბრძოლა და ტრანსფორმაცია განიცადა, რის გამოც საზოგადოებამ თითქოს მიივიწყა ის უნიკალური და ავთენტური გემოები, რომელიც საქართველოს თითოეულ რეგიონს გააჩნია.
გასტრონომიის ასოციაცია ცდილობს დაუბრუნოს საქართველოს მისი ეროვნული ღირებულება. გააცოცხლოს მივიწყებული ტრადიციები, სწორედ ამიტომ ტარდება სხვადასხვა ტიპის კვლევები და მუშავდება ისტორიული ღირებულების სამეცნიერო ნაშრომები.
გასტრონომიულ ტურიზმს არა მხოლოდ ეროვნული, არამედ კომერციული ღირებულებაც გააჩნია,  მთელი მსოფლიოს მასშტაბით ის ტურიზმის  ერთ-ერთი მომგებიანი სფეროა, რომელიც არა მხოლოდ ცნობადობას, არამედ დამატებით შემოსავალსაც მოუტანს როგორც რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას,  ასევე ქვეყანას.

Comments

Popular posts from this blog

გასტრონომიული ტური სამეგრელოში

გასტრონომიული ტურიზმი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმდინარეობაა. განვითარებული ტექნოლოგიების გამო, ეს არის ტურიზმის ის ერთადერთი სახეობა, რომელიც სახლიდან გაუსვლელად ვერ განხორციელდება. სწორედ ამიტომ, სტატისტიკის მიხედვით, სულ უფრო მეტი ქვეყანის ეკონომიკა ეყრდნობა მის განვითარებას. საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ერთობლივ პროექტს წარმოადგენს გასტრონომიული ტურიზმი, რომლის მიზანია საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის არმატრიალური კულტურული რესურსის პოპულარიზაცია და შიდა ტურიზმის განვითარება საქართველოში. გასტრონომიული ტურის პირველი გაჩერება მარტვილში, სამეგრელოს კულტურისა და ეთნოგრაფიის ნაწილში, ლაშას ეთნო სახლში გახლდათ. აქ გავეცანით სამეგრელოს განსაკუთრებულ კერძს, რომლის დაგემოვნებაც თავადებისა და დიდგვაროვნების ხვედრი იყო. „ჟინოსკუაშ ოჭკომალი,“ ანუ ციკანი რძეში. მეგრულიდან რომ პირდაპირ ვთარგმნოთ „ღვთის შვილის საჭმელს“ ნიშნავს. ციკანი იხარშება რძეში და მისადევნებელია სპეციალური მარილი, ქონდარამ ჯიმუ. გასტრონომიული

გასტრონომიული ტური კახეთში

საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით გასტრონომიულ ტურებს ატარებს. ეს პროექტი ხელს უწყობს რეგიონის გასტრონომიული შესაძლებლობების პოპულარიზაციას და ძირძველი გემოებისა და კერძების გაცოცხლებას.  სამეგრელოს შემდეგ, გასტრონომიის ასოციაციამ გეზი კახეთისაკენ აიღო.                                                           "კახეთს დაღესტანი ესაზღვრება და აქედან გამომდინარე მას ძალიან ბევრი გაჭირვება აქვს გადატანილი, სწორედ ამიტომ შემოსევებისაგან დატოვებული კვალი გემოებშიც აისახება, ბევრი რამ არის ნაზავი, კახელები როგორც თვითონ არიან დინჯები, გაწონასწორებულები, სწორედ აი ასეთი ნეიტრალური და კლასიკური გემოები აქვთ“ : - აცხადებს საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი დალი ცატავა. ეკა დუღაშვილმა ოჯახის ეზოში დაკრეფილი მცენარეებით შეზავებული სანელებლები დაგვახვედრა, რადგან უკეთ შეგვეგრძნო ნამდვილი კახური, ავთენტური გემოები. ოჯახის დიასახლისმა პაპამისის დროინდელი რეცეპტები გააცოცხლა და თბილისიდან